ჩერნიგოვზე ოკუპანტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა და 150-ს გადააჭარბა. მომხდარი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმაც დაგმეს.
უკრაინის პრეზიდენტი კი ოფიციალურ ვიზიტებს აგრძელებს და დღეს ნიდერლანდების სამეფოში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მიიღო პირობა, რომ ნიდერლანდები უკრაინას F16 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ამის შესახებ თანხმობა აშშ-გან უკვე მიღებულია.
გარდა ამისა, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ რუსული მხარის შეტევა ბახმუტის მიმართულებით წარუმატებლად მიმდინარეობს.