უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ახლად გათავისუფლებული უროჟაინოეს აღებას შეეცადნენ

20 აგვისტო 2023, 11:15 789 ნახვა

ოკუპანტი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს. დილით დაიბომბა კუპიანსკი, რის შედეგადაც 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და ქარხნის ტერიტორია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ ძალებს შეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ბოლოს გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებთან. ბახმუტთან განხორციელებული შეტევა ოკუპანტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

გენშტაბის ცნობით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის 32 შეტაკება დაფიქსირდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი