აფეთქებები რუსეთში 

20 აგვისტო 2023, 10:50 778 ნახვა

რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, ამის შესახებ მოსკოვის მერმა განაცხადა.

სერგეი სობიანინის თქმით, რუსულმა მხარემ თავდასხმის მცდელობა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აღკვეთა. მერს არ აღუნიშნავს კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ჩამოაგდეს დრონი.

გარდა ამისა, აფეთქება მოხდა კურსკის რკინიგზის სადგურის შენობაშიც, სადაც 5 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლება მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

აფეთქების შედეგად რკინიგზის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რისთვისაც საჭირო გახდა სახანძრო სამსახურის მობილიზება. მომხდარზე ოფიციალურ კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი