ხანძრის გამო კუნძულ ტენერიფედან ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული

20 აგვისტო 2023, 11:18 941 ნახვა
00:00
00:00

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც 26 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის კერა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია.

საგანგებო სამსახურის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

უკვე დაზარალდა 11 დასახლება და დაიწვა 5 ათასი ჰექტარი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი