ევაკუაცია ხანძრის გამო კუნძულ ტენერიფეზე

18 აგვისტო 2023, 20:03 806 ნახვა

3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ესპანეთში,  კანარის არქიპელაგის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარი უკონტროლოა და არ გამორიცხა, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ევაკუაცია გახდეს საჭირო. ბოლო მონაცემებით დამწვარია 2600 ჰექტარზე მეტი. ფერნანდო კლავიოს განცხადებით, ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე რთული ხანძარია. ადგილზე 370-ზე მეტი მეხანძრე და 17 თვითმფრინავი მუშაობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი