ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი თურქეთში ჩავიდა

18 აგვისტო 2023, 20:02 679 ნახვა

თურქეთის ბოსფორის სრუტემდე ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი „ჯოზეფ შულტე“ უკრაინის მიერ, სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით მივიდა. ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რუსეთის მიერ ბლოკირებული ოდესის პორტი, მიმდინარე კვირაში დატოვა, სადაც 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, გადაზიდვისა და სადაზღვევო წყაროები უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან რუსეთს ოფიციალურად არ გაუცხადებია, პატივს სცემს თუ არა აღნიშნულ დერეფანს. უკრაინულმა მხარემ „ჰუმანიტარული დერეფნის“ გახსნის შესახებ განცხადება გასულ კვირას გააჟღერა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი