დახარჯული ათობით ათასი ლარი, გარემონტებული ბინები, თუმცა მოუვლელობით დაზიანებული საცხოვრებელი ფართები - სხალთის ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრები ორი ოჯახი კვლავ განსახლების მოლოდინშია. ხუთი წლის წინ ხელისუფლებამ, საავადმყოფოს შენობაში ოჯახების შესახელების მოტივით ბინები გაარემონტა, რომლებიც უკვე დაზიანებულია. 7 ბინის ბედი გაურკვეველია. ახლა ადგილობრივი გამგეობა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალურ სახლში შესახლების საკითხის განხილვას გეგმავს.