უბედური შემთხვევა ბათუმში

17 აგვისტო 2023, 11:51 787 ნახვა

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა  კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით,იგი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი