ახალგაზრდების პეტიცია ქობულეთში

17 აგვისტო 2023, 11:10 836 ნახვა

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამ მოთხოვნით ქობულეთის ახალგაზრდული  ორგანიზაცია "იალქანი" ქობულეთის მერიას პეტიციით მიმართავს, მათ უკვე  დაარეგისტრირეს  პეტიციის ფორმა მერიის ვებ გვერდზე  და დაიწყეს ელექტრონულ ხელმოწერების შეგროვება.

როგორც ცნობილია ჯამში 677 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო პეტიცია  განსახილველად.  პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ თვითმმართველმა ორგანომ დროულად უნდა მოახდინოს მუნიციპალური ავტოპარკის განახლება.

ავტორების განცხადებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი და გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

აუცილებელია ასევე დამატებითი რეისების დანიშვნაც. აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში