საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება პრაქტიკული მეცადინეობის გარეშე. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლების უმეტესობაში ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გაკვეთილები ცდების გარეშე ტარდება. ხულოსა და შუახევში სპეციალური ლაბორატორია მხოლოდ 8 სკოლას აქვს. პრობლემაა საგნების კვალიფიციური პედაგოგებიც. შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების ტექნიკური შესაძლებლობები და განათლების სამინისტროს გეგმები, ვნახოთ რეპორტაჟში.