„პალატა N8” - ასე ჰქვია ირაკლი ჩიქოვანის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა.
ნამუშევრები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ეხმაურება. ხელოვანმა სხვადასხვა ტექნიკით შექმნილ ექსპოზიციაზე 2 წლის განმავლობაში იმუშავა.
ირაკლი ჩიქოვანის 40 მდე ნამუშევარი ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 24 აგვისტომდე დარჩება.