აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იაპონიის ელჩს საქართველოში შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.