საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში 8 მოჭიდავე აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია

14 აგვისტო 2023, 11:23 798 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20 წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. იორდანიის დედაქალაქი ამანი პლანეტის პირველობას 14-დან 20 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებში 10 წონითი კატეგორიიდან 8 აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია.

  • 55კგ ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი)
  • 60კგ ანრი ხოზრევანიძე (აჭარა)
  • 63კგ რატი ხოზრევანიძე (აჭარა)
  • 67კგ ნიკა ბროლაძე (აჭარა)
  • 72კგ ანრი ფუტკარაძე (აჭარა)
  • 77კგ თორნიკე მიქელაძე (აჭარა)
  • 82კგ დათა ჩხაიძე (აჭარა)
  • 87კგ აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა)
  • 97კგ გორ აივაზიანი (თბილისი)
  • 130კგ ლუკა გაბისონია (აჭარა).

რევაზ ლაშხის შეგირდებიდან 18-19 აგვისტოს საჭიდაო ხალიჩაზე 55-63-77-87-130კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავლენ, ხოლო 19-20 აგვისტოს 60-67-72-82-97კგ-ს წარმოადგენელები იასპარეზებენ.

მანამდე კი 14-16 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი