რობერტო მანჩინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა.
მანჩინის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა, თუმცა თანამედებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის მაისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა წაუგებელი მატჩების რაოდენობით (ზედიზედ 37 მატჩი მარცხის გარეშე 2018-2021 წლებში).
ასევე 2021 წელს იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ისტორიაში მეორედ,ხოლო ერთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს, რადგან იტალიელებს 9 და 12 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებებთან აქვთ მატჩები ჩასატარებელი.