საველე სწავლება

19 მაისი 2016, 00:00 3527 ნახვა

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი საველე სწავლება გაიმართა. სწავლების დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა “ჯი თი ი სის” დაარსების ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. რომლის შემდეგაც 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელა. სწავლების დროს ქვედანაყოფმა „მაილსის“ ლაზერული სისტემები გამოიყენა. ნატო- საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს, უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შეიქმნა.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში