ოკუპანტის მორიგი იერიში უკრაინაში. გასულ ღამეს მტერმა ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიით ორჯერ დაბომბა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხერსონის რაიონზეც, სადაც გვიან ღამით დაბომბვების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსებმა ხერსონის რაიონში , ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 61 ჭურვი გაუშვეს. უწყების ცნობით, მტრის სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები და ქარხნების ტერიტორიები იყო. უკრაინის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემების მიხედვით, ომის დაწყების დღიდან უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა.