საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იორდანია დიდი ანგარიშით დაამარცხა

12 აგვისტო 2023, 20:54 891 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მორიგი მატჩი ჩაატარა და იორდანიის ნაკრები 86-69 დაამარცხა.

მატჩში თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე  16 ქულა, 10 მოხსნა და 6 გადაცემა იყო.

სანდრო მამუკაშვილმა კი 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

მზადების პერიოდში საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კიდე 3 ნაკრები არის ჩამოსული,  რომლებიც თბილისის თასის გათამაშებაში მონაწილეობენ.

თბილისის თასის ფინალში ხვალ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირანი და იორდანია ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი