საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

12 აგვისტო 2023, 17:42 534 ნახვა

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში ნავის ჩაძირვისას. მიგრანტების ნავი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არხის გადაკვეთას ცდილობდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი დატვირთული სატრანსპორტო ხაზია და ძლიერი დინებაა. ადგილობრივი მერის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციის დროს 54 ადამიანი გადაარჩინეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,რომ საზღვაო საქმეთა უმცროსი მინისტრი შემთხვევის ადგილას გაემგზავრა და დაზარალებულთა გვერდით იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში