შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან

26 თებერვალი 2017, 00:00 1936 ნახვა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესი გააცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა ამერიკულ მხარესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები, მთავრობის მეთაურებს, საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერებს შეხვდნენ. კონგრესმენები საქართველოს დღეს დატოვებენ.

ამავე კატეგორიაში