პროტესტი ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო

26 თებერვალი 2017, 00:00 2742 ნახვა

7 სოფლის მოსახლეობა ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. ეს ის მოსახლეობაა ვისი სახნავ-სათესი და საცხოვრებელი სახლები ნაგავსაყრელის მშენებლობის არეალშია. ისინი ადეკვატური კომპენსაციის მოთხოვნით აქციებს 2016 წელსაც მართავდნენ, მათი განცხადებით მაშინ აჭარის ხელისუფლებისგან მიიღეს პირობა რომ თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იქნებოდა ნაგავსაყრელი არ აშენდებოდა. აქციის მონაწილეები არ აპირებენ არანაირ შეთავაზებაზე დათანხმებას და მოითხოვენ შეჩერდეს მშენებლობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი