სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შესაძლოა საღამოს 7 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინოს. შენდობის კვირასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ტაძარში 6 საათიდან დაიწყება. პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი რჩება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ექიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ილია მეორეს დილით წირვა უნდა უნდა აღევლინა, თუმცა პატრიარქი წირვას არ დასწრებია.