2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისა და საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს. გაერო-ში ალბანეთის მუდმივი წარმომადგენლის ფერიტ ხოჯას განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად ადასტურებს. საქართველოში არსებულ ვითარებაზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.