15 წელი აგვისტოს ომიდან - მიხეილ სააკაშვილის განცხადება

08 აგვისტო 2023, 15:19 935 ნახვა

„გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები - აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში -  2008 წლის 8 აგვისტოს  განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება  პატიმრობაში მყოფი  ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის,   როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას!  როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო.  „როგორც ყველა ქართველს, დღემდე  მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ! - წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში