მედვედევის განცხადება

08 აგვისტო 2023, 12:26 1294 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც 2008 წელს, მშვიდობას ახლაც თავისი პირობებით მიაღწევს. „ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი მტრისგან, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს. შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის პირისაგან მიწისა მოსპობას. ნატო-ს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!“, - აცხადებს მედვედევი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში