რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკან ნიუსი ავრცელებს.
სიტყვით მიმართვისას, რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.
სიტყვის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში „საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გვერდითაა“.
„მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – განაცხადა რომის პაპმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.