შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლე, ალინა პოლიკოვსკაა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილას სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.