დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ღონისძიებებში ჩავერთოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, შოვში მისი სამი მცირეწლოვანი შვილი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი კუთვნილი მანქანებით დატოვეს. კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისმა ცოლ-შვილმა შოვი ვერტმფრენით დატოვა, სპეკულაცია და მიზანმიმართული სიბინძურეა.