ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა დაასრულა

02 აგვისტო 2023, 20:01 671 ნახვა

45 წლის ასაკში ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და "პარმასთან" არსებულს კონტრაქტს გაწყვეტს. ჯანლუიჯი ბუფონი სოციალურ ქსელში წერს „ამით ყველაფერი დასრულდა, ხალხო! თქვენ მე ყველაფერი მომეცით, და მე ყველაფერი მოგეცით თქვენ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ“. იტალიელმა ლეგენდამ საფეხბურთო კარიერა 1995 წელს "პარმას" შემადგენლობაში დაიწყო. ის ასევე "იუვენტუსში" და „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობდა.ჯიჯის იტალიის ნაკრებში რეკორდული რაოდენობის 176 მატჩი აქვს ჩატარებული. ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიონალურ ფეხბურთში 28 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში