აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

02 აგვისტო 2023, 17:50 748 ნახვა

ნავსადგურში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომები 7-8-9 და 11 აგვისტოსთვს გადაიდო. 11 აგვისტოს გამოცხადდება ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გადაწყვეტილება, მან გუშინ დანაშაული აღიარა.  დაკავებულების ინტერსებს კერძო ადვოკატები და 3 არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.  დღესაც გუშინდელის მსგავსად უფლებადამცველებმა  სხდომის გადადებას მოითხოვეს საქმეში არსებული მასალების შესწავლის მიზნით. აქციის მონაწილეები ღიად ადანშაულებენ შინაგან საქმეთა სამინსტროს მაღალი თანამდებობის პირებს  ძალის გადამეტებასა და ძალადობაში, ფაქტების შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. აქციაზე სამართალდამცავებვმა 24 პირი დააკავა, მათგან 2 უკრაინის მოქალაქეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში