ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 %-მდე შეამცირა

02 აგვისტო 2023, 15:08 2212 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი.

„პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის.  საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება.“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

„საზოგადოება და ბანკები“-ს ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილებით 179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი