საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას დაუპირისპირდა და ბოლო წამზე 102-104 დამარცხდა.
მატჩში ფავორიტი მასპინძელი ლიეტუვა იყო და პირველი სამი პერიოდი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო მეოთხედში კარგად ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში 102-102 გახადა.
მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი მეტოქემ 2 ქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში 102-104 დასრულდა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 30 ქულა, 4 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა.
საქართველო მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 5 აგვისტოს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს. პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ.