ლიეტუვა VS საქართველო

01 აგვისტო 2023, 19:43 887 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამ წუთებში კაუნასში ლიეტუვის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ატარებს. ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთ-ერთი ლიდერის – გოგა ბითაძის გარეშე ჩაატარებს. ორლანდო მეჯიქის ცენტრმა ეგვიპტესთან საკონტროლო თამაშში მიღებული ტრავმა ვერ მოიშუშა და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ის დღეს კაუნასში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებმა მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ციკლში, პირველი მატჩი ეგვიპტესთან ჩაატარეს და 76:81 წააგეს, ლიეტუვის შემდეგ კი, ამხანაგურად ლატვიას შეხვდება, 12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი