ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა, კერძოდ, 6 თვეში 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გასულ წელთან მიმართებაში, შემოსავლები +57.9% აშშ დოლარით არის გაზრდილი. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 34.8% აშშ დოლარით იმატა.