ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება

01 აგვისტო 2023, 12:01 1240 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტს ისუზუს მარკის 4 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც ქობულეთი-ბათუმის და ქალაქის მიმართულებით იმოძრავებს. ორი მუნიციპალური ავტობუსი კი სოფლების მიმართულებით დაინიშნება. ავტობუსი 25 მგზავრზეა გათვლილი.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა საბარათე გადახდის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. ქობულეთის ავტოპარკს, წელს 8 ახალი ავტობუსი ჰყავს.

პარალელურად ორი მაღალი გამავლობის ნაგვის შემკრები ავტომობილი დაემატა ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს. ისინი დაბა ჩაქვს და ქალაქის ქუჩებს მოემსახურება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში