პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

31 ივლისი 2023, 19:27 716 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დგინდება რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა.ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში