საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე ასახულია. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, პარლამენტში 3 ივლისს მიიღეს.