აჭარის ბიუჯეტი იზრდება - რიგგარეშე სხდომა 

31 ივლისი 2023, 15:00 826 ნახვა

რიგგარეშე სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პირველად რეგიონის ისტორიაში ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს. აჭარის  2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი რიგგარეშე სესიამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ფინანსური დოკუმენტის ცვლილების მიხედვით მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება იზრდება.  

იზრდება ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, ასევე 5 მილიონი ლარით მეტი იქნება მთავრობის სარეზერვო ფონდი.

კორექტირებული ბიუჯეტის მიმართულებები პოზიტიურად შეაფასეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, მედეა ვასაძემ კი დადებითი შეფასების მიუხედავად მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, სხდომას არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი