თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა - დაიღუპა 7 ადამიანი

30 ივლისი 2023, 14:30 702 ნახვა

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ყარსის პროვინციაში ავტოავარიის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში