პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა პეკინის კულტურისა და ენის უნივერსიტეტში, სადაც შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.
პრემიერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და ჩინეთის ხელისუფლების ჟესტი ამ ურთიერთობის ერთ-ერთ სიმბოლოდ მოიხსენია.