საკრუიზო ლაინერს, რომელიც 31 ივლისს სოჭიდან გამოვა და ბათუმში რუს პროპაგანდისტებს ჩამოიყვანს, მოქალაქეები აქციით დახვდებიან.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ, გემი ბათუმის პორტში ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაჩერდება.
საკრუიზო გემით ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.
ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.