ოდესაში იუნესკო-ს მისია ჩავიდა, სადაც რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად კულტურულ და რელიგიურს ობიექტებზე მიყენებული ზიანი უნდა შეაფასონ.
ადგილობრივი მერიის ცნობით, იუნესკო-ს მისიის კოორდინატორი ადგილზე ექსპერტებთან ერთად იმუშავებს. დაწყებულია დაზიანებული ობიექტების შემოწმების პროცესი.
ცნობისთვის, ოკუპანტმა ოდესაზე იერიში განსაკუთრებით 19-23 ივლისის დღეებში გააძლიერა, რის შედეგადაც დაზიანდა არაერთი ისტორიული ობიექტი.