“წერილი ჯერალდინას” - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი 30 ივლისს სეზონს, სპექტაკლის პრემიერით დაასრულებს.
86-ე თეატრალური სეზონისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყება, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება თეატრის ფოიეში სპეციალურად შექმნილი თოჯინების გამოფენა დაათვალიეროს, ხოლო 20 საათიდან კი, თეატრის ეზოში, მხატვარ კობა ხოფერიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა გაიმართება.