შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ისევ შეჩერებულია

29 ივლისი 2023, 11:44 731 ნახვა

რუსეთს გაეროსთვის უფასო მარცვლეულის შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია - ამის შესახებ მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა განაცხადა. კარლ სკაუს თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უფასო მიწოდების შესახებ ინფორმაცია გაერომდე არ მიუტანია.

სკაუ აღნიშნავს, რომ უკრაინული მარცვლეული გაერო-ს სურსათის დახმარების პირველადი წყაროა.

დირექტორის თქმით, ამ დრომდე არ გამართულა მოლაპარაკებები რუსეთთან უფასო მარცვლეულის შესახებ. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი აფრიკის ღარიბ ქვეყნებს 3-4 თვის უფასო მარცვლეულს მიაწვდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი