პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავენ

29 ივლისი 2023, 10:12 584 ნახვა

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მიზეზად ბელარუსში მყოფი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებისგან მომავალი საფრთხეა.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსაზრებები ამის შესახებ რეალურია, რადგან ეს შესაძლოა იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომელთაც საზღვარზე მიგრანტები გადაჰყავთ, ან ეცდებიან რამე არეულობა გამოიწვიონ. იგივე შინაარსის განცხადებები კეთდება პოლონეთშიც. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი