ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

29 ივლისი 2023, 11:58 957 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დამონტაჟდა განათება, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები.

სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 541 ათას ლარს შეადგენს.

დაწყებულია 22 საბავშვო ბაღის, როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

მიმდინარე და მომდევნო წელს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში