ხელოვნების ფესტივალი „არტ შოუ“ დასრულდა

29 ივლისი 2023, 11:15 775 ნახვა

ხელოვნების  ფესტივალი „არტ შოუ“ დასრულდა. ფესტივალის გალა კონცერტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებაში ბათუმელი და თბილისელი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ფესტივალის ორგანიზატორები. „არტ შოუ“  21 ივლისს გაიხსნა. თითოეული დღე სხვადასხვა ღონისძიებას ეთმობოდა.

ხელოვნების ფესტივალის მთავარი მიზანი ავტორების ინფორმაციით, როგორც ზოგადად ხელოვნების, ასევე ქართული და ევროპული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. ართ შოუ“ ბათუმში პირველად ჩატარდა.

მას ორგანიზებას უწევდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და  მუსიკალური გაერთიანება „ქართული ლირიკა“, რომელიც  მერიის  „კულტურის სფეროში თავისუფალი იდეების მხარდაჭერის“  პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი