ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხორვატიის კუნძულ ჩიოვოზე ხანძრის შედეგად 400 ჰექტარი დაიწვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო, თუმცა მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე არ გადასულიყო.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები, საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოყენებაც.