ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს

26 ივლისი 2023, 22:26 749 ნახვა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ პროტოკოლში.

აღნიშნული სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციტივით გაიმართა და რუსეთის ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის თემას ეძღვნებოდა.

“მოკავშირეები და უკრაინა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას გავიდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან და მის გამიზნულ მცდელობებს შეაჩეროს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული”, - წერია განცხადებაში.

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, რომლიც მიმართულია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებისკენ, ხმელეთით და ზღვით.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში „სახიფათო და ესკალაციურ“ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს „შიმშილის იარაღად გამოყენება“ და პირობა დადო, რომ კიევის მხარდაჭერა გაძლიერდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი