აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი 4-5 აგვისტოს ბათუმში კონცერტს გამართავს

26 ივლისი 2023, 17:54 834 ნახვა

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი 4-5 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრს ეწვევა. პრემიერა, სიურპრიზები და განახლებული პროგრამა სახელწოდებით ქორეონიკონი, რომლის ფარგლებშიც ახალი ცეკვის- ქორუმის პრემიერაა დაგეგმილი,  რომელიც თავის მხრივ, ხორუმის რიტმებზეა შექმნილი.  ბათუმელ მაყურებელსა და ქალაქის ვიზიტორებს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის, კონცეფცუალური ფოლკლორული პროგრამის, ქორეოგრაფიული ნაწარმოებებისა და  თანამედროვე ახალი ცეკვების ხილვა და მოსმენა 2 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში