ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. წელს რეკორდული რაოდენობა, 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება უკვე მიმდინარეობს და პირველადი შედეგები აგვისტოს პირველი კვირიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
შეფასების გასაჩივრება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდგომი დღის ჩათვლით კი აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ შეცვალონ ან წაშალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამა.
წელს პირველად ქვეყნის 24 საგამოცდო ცენტრიდან არცერთ მათგანში აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო გამოცდიდან დამკვირვებლის მოხსნის რამდენიმე შემთხვევა.
დასრულდა ასევე მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც, დარჩენილია მხოლოდ სამაგისტრო გამოცდა,რომელიც ხვალ დილიდან უნდა დაიწყოს და ზეგ დასრულდება.